“პოზნერმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ქართველებს ეზიზღებოდათ აფხაზები, ისინი მათ მაიმუნებად თვლიდნენ და აფხაზებს ერთი სული ჰქონდათ როდის იცხოვრებდნენ ქართველების გარეშეო.
აი, ამის მთქმელს მოუნდა ყველა რეგულაციის და კანონის დარღვევით, საქართველოს დედაქალაქში პომპეზური დაბადების დღის გადახდა.
პუტინის მეგობარს საქართველო მარტო ელარჯი რომ გონია ამიტომაც შეაზილეს სახეში.
მე იმაზე მეშლება ნერვები რუსების საქართველოში ბლატაობას მარათონი რომ შეეწირა. ასმაგად გაბრაზებული ვარ”.-წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.