ასლან ბჟანია კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღეს ულოცავს და ოკუპირებულ აფხაზეთში ეპატიჟება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აფხაზეთის მთელი მოსახლეობა გაოცებულია იმ სიტუაციით, რაც თქვენ თბილისში შეგემთხვათ. ე.წ. კავკასიელების ქმედებები მხოლოდ აღშფოთებას იწვევს. მათ კავკასიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები დაარღვიეს. აფხაზეთში თქვენ ყოველთვის გელიან. გიწვევთ, რომ გვეწვიოთ თქვენთვის მისაღებ დროს, – ამბობს ბჟანია.