ქოცებო, “სტუმარ-მასპინძელი”-ს გარდა ვაჟას ეს ლექსიც აქვს დაწერილი
+ + +
მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა-
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რ ო მ შ ი შ ს ვ უ გ დ ე ბ დ ე თ გ უ ლ შ ი ა
მ ე ზ ო ბ ე ლ ს მ ე ტ ი ჩ ა რ ა ს ა
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი-სისხლით ბანასა
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!
სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთს დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება”.-წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში.