„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას.ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინასო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომებრში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს და შესაძლოა, ევროპარლამენტმა, საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს”,- ამ საკითხს ეხმიანება რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში: “ესაა ახლა ჩვენი მთავარი პრობლემა. ქოცებმა ისევ მტრის ხატის მდარე და ჩამოძონძილი პოლიტიკა რომ ამჯობინეს, ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ იზიანებენ, ოპოზიციასაც გვაზიანებენ და ქვეყანას მთლიანად”.-წერს ბერძენიშვილი.