გურიის მოამბე

“გზის შეკეთება დაიწყეს, მაგრამ თანხა ხომ ზედმეტად იხარჯება”?-სანამ სატვირთოები ნებაზე მიშვებულია

“პრობლემის მოგვარება დაიწყეს” – ასე ეხმაურება ოზურგეთი – ლანჩხუთის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებს საზოგადოებრივი მოძრაობა “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები”, რომელმაც მძიმეწონიანი მანქანების გამო დაზიანებული გზის ამსახველი ფოტო მასალა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა :

“ჩვენს მიერ დასმულ პრობლემას რეაგირება მოყვა. სოფელ ბაილეთის, სოფელ ოზურგეთის დანგრეული გზების შეკეთება დაიწყეს. გზები კარიერებიდან გამომავალმა ზემძიმე სატვირთოებმა დაანგრია. სასწორებს ვითხოვთ დიდი ხანია და იმედია გამოგვივა რადგან ყველა ინსტანციასთან შეთანხმებულია. გზების რეაბილოტაციას შპს “გზამშენი 18″ასრულებს .

თანხა ხომ ზედმეტად იხარჯება? ავწონოთ სატვირთოები და დავზოგოთ თანხაც, გზებიც არ დაინგრევა.”-აღნიშნულია გავრცელებულ ინფირმაციაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: