2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,2 % შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6%-ია.
იხილეთ, სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება წინა თვესთან შედარებით:
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ტრანსპრტი; ჯანმრთელობის დაცვა; – ამ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: დაფიქსირდა ფასების 36.1%-იანი მატება.
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58%, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 51.4%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5%-ით.
ხილი და ყურძენი 3.8%, ზეთი და ცხიმი 3.7%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული
2.7%; ხორცი და ხორცის პროდუქტები 2.1%; ბოსტნეული და ბაღჩეული 1.3%; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 1.1%;
ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 2.6%-ით.
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.6%-ით.
სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის 6.3% და საავადმყოფოების მომსახურება 1.8%.