“დახმარების შეჩერებაზე აქ არცაა საუბარი, რამდენიმე დეპუტატის განცხადებაა ეს”

“გამორიცხულია, რომ რაიმე შეზღუდვას ჰქონდეს ადგილი, ესაა რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება”, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ გუშინ გავრცელებულ გაცხადებას.

პაპუაშვილის თქმით, განცხადება მაინც ყურადსაღებია.

“დახმარების შეჩერებაზე აქ არცაა საუბარი, რამდენიმე დეპუტატის განცხადებაა ეს… ამ საკითხებს წყვეტს ევროკომისია, რომელმაც საუკეთესო შეფასებები გააკეთა საქართველოს მიმართ… ყურადსაღებია, რადგან ეს დეპუტატები ზოგადად დაინტერესებულები არიან საქართველოთი. გამორიცხულია, რომ რაიმე შეზღუდვას ჰქონდეს ადგილი, ესაა რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share