“ოცნების” რვა წლიანი სამართალი და სპეცოპერაცია სახელად “მოეკიდეთ გაგებით”, რომელმაც უკვე მთელი საქართველო მოიცვა და სახელმწიფო მძევლად აქცია. როგორია კრიმინალთან გარიგების ფასი და როგორ პასუხობს ხელისუფლება ხალხისა და კრიმინალის მოთხოვნებს, ტელეწამყვან თამარ ბაღაშვილის შეფასებები გადაცემიდან “მთავარი დებატები” :
“მძევლად აყვანილი სახელმწიფო და კრიმინალთან გარიგების ფასი, სპეცოპერაციამ „მოეკიდეთ გაგებით“ უკვე მთელი საქართველო მოიცვა.დაუსჯელი მკვლელები, ყაჩაღები, მძარცველები, გამტაცებლები. კრიმინალური ავტორიტეტები ხელისუფლების წევრებთან რომ პოზირებენ, ამ ქვეყნიდან სპეცილური დაცვის თანხლებით რომ აცილებენ.რვა სული ქურდის ეგრეთწოდებული „სხოდკები“ ივანიშვილის პირადი გარემოცვის მონაწილეობით. ქურდული გარჩევები შუშის სასახლეში და სარდაფებში გამოტანილი განაჩენი, ეს „ოცნების“ სამართალია.ხელისუფლების რომელმაც გვითხრა, რომ საქართველოში კრიმინალი თავს შესანიშნავად გრძნობს, რომ გერაინის ფულით პიროვნება თალიბანი ფინანსდება თურმე, რომ დანაშაული ყველგან ხდება, რომ ახალგაზრდებსაც ყველგან კლავენ, ან მდინარეში დამხრჩვალს პოულობენ, ან მინდვრებში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულებს, ან უბრალოდ უგზოუკვლოდ იკარგებიან. ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ისტორია, ამ „გაგებით მოეკიდებით“ კულმინაციაც არის და ამ სახელმწიფოს სახეც. როცა მთელი საქართველო ერთი მილიარდერი კბილებამდე შეიარაღებული კაცის მძევალია, რომელსაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იმ ხელყუმბარასავით მოხსნილი მცველით ხელში უჭირავს და მძევლებსაც ალბათ დიდი სიამოვნებით აგვწევდა ჰაერში, საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რომ არ ვჭირდებოდეთ. ეს ქართული ოცნების სამართალია, რომელიც ხალხის მოთხოვნას თვალების გამოთხრით პასუხობს, თოფიანი ყაჩაღების მოთხოვნას კი დოლარებით სავსე ტომრით და ხელშეუხებლობის გარანტიით. სახელმწიფო რომელსაც შეიარაღებული ყაჩაღი ამარცხებს, ეს ნიშნავს რომ ამ სახელმწიფოში, რაღაც ნამდვილად დალპა. და როცა რაღაც ლპება და ყროლდება ის ბოლოს კანალიზაციაში ჩაედინება, აი იქ რა ხდება, ამ დარგის ყველაზე კარგი ექსპერტი გეტყვით, ის ხომ თქვენი ხელისუფლების“ ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის „გლავნი“ სახე და „პერვი“ სპიკერია.”