ცხოვრება ხშირად დაგაკარგვინებს თავდაჯერებულობას. ხანდახან თავდაჯერებულობა უნდა დაიბრალო და თავაწეულმა იარო… ეს თამაშია.
თუ გინდა თავდაჯერებულად გამოიყურებოდე და თავსაც ასე გრძნობდე, მაშინ აღნაგობის გამოსწორებით დაიწყე. მოხრილი სიარული ადამიანს ნაღვლიანისა და დაკომპლექსებულის შესახედაობას უქმნის, წელში გამართვა კი პირიქით.
აღნაგობასთან ერთად კარგი მანერებიც უაღრესად მნიშვნელოვანია. მე გავიზარდე ოჯახში სადაც ხმადაბლა ლაპარაკობდნენ და დარბაისლურად იქცეოდნენ. ასევე, აუცილებელია – პუნქტუალურობა, გამართულად მეტყველება, მორცხვობის დაძლევა, სუფრის ეტიკეტის ცოდნა.
კარგ მანერებს როდესაც დაეუფლებით თავს აუცილებლად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ და სხვის თვალშიც ასე გამოჩნდებით.
წელში გაიმართე, მხრები გაშალე, გაიღიმე , ადამიანებთან საუბრისას უშუალოდ მათ უყურე, – სხვაგან არ გაიხედო, აი, ასე გახდები თავდაჯერებული…
იმ შემთხვევაშიც კი თუ ბუნებრივად თავდაჯერებული ადამიანი ხართ, ცხოვრებაში ამ თავდაჯერებულობას ბევრჯერ დაკარგავთ და დაიბრუნებთ.
თუ საკუთარი თავის რწმენას კარგავთ ამის მიზეზს უნდა მიაკვლიოთ.
აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით და ნუ შეეცდებით ყუველაფერში საუკეთესო იყოთ.
ერთხელ დაკარგული თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად, შესაძლოა საფუძვლიანი ცვლილებები დაგჭირდეთ. დეპრესიულად ყოფნა ის მდგომარეობა არ არის, რომლითაც უნდა იცხოვროთ. გარშემო ისეთი ადამიანები შემოიკრიბეთ, რომლებიც ისეთს გაფასებენ როგორიც ხართ. ასე შეძლებთ თავაწეულმა და საკუთარი რწმენით აღსავსემ იაროთ.
მეი მასკი