მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას – ეს განცხადება საპატრიარქოს პრესსპიკერმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც თავად მამა ანდრია სარიაც მიყო მიწვეული.
ჯაღმაიძე განმარტავს, რომ მუდმივმოქმედი კომისია დადებს დასკვნას მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ, დასკვნა პატრიარქს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც უკვე სწორედ ის მიიღებს, თუმცა რა ვადებში, ეს ჯერ უცნობია.
მღვდელმსახურებიდან განკვეთა ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც დადებს კომისია და გადაეცემა პატრიარქს გადაწყვეტილების მისაღებად – ამბობს ჯაღმაიძე
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე ანდრია სარია მისი განცხადებების გამო, არაერთხელ გააფრთხილეს და მღვდელმსახურებაც შეუჩერეს.