რა შეზღუდვები დაწესდა ლანჩხუთში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო

ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში მასობრივი ტესტირება იწყება _ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადის, საბავშვო ბაღები ორი კვირით იხურება ლანჩხუთში კოვიდდადებითი პაციენტების გახშირებული შემთხვევების გამო, დღეიდან სასწავლო პროცესი, 2 კვირის ვადით, რამდენიმე სოფელში შეჩერდება.

ნიგოითის, ჩოჩხათისა და ნიგვზიანის ტერიტორიულ ერთეულებში, ასევე სოფელ წყალწმინდაში საბავშვო ბაღემი ორი კვირით იხურება, ხოლო საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share