“ეს ოკუპანტის “მეოცნებე”, “პოზორნი” ხელისუფლება უკომპრომისო თანმიმდევრული ბრძოლით შეიძლება “გაისტუმრო”

“დიახ უმაგრესი და სამართლიანი რეაქცია გვქონდა პუტინის “პროპაგანდისტის”, ქართული მთლიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორის მიმართ, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევით გაღატაკებულ , “გამომწყვდეულ” საქართველოში 50 კაცით ,საგრიალოდ ჩამოფრინდა და ჩვენ არ დავხვდით ხელგაშლილები , როგორც ყოველთვის და ელარჯი” არ ვაჭამეთ, არც ვიღაც მასპინძელ “პევიჩკას” შეარგეს ვაჟკაცებმა და პატრიოტმა ადამიანებმა ,დაგეგმილი პოზნერისთვის ” პოზორნი ფართი”, არ შეარგეს შვილმოკლულმა დედებმა და ჭაში ჩამხრჩვალი ვაჟკაცების ძმაკაცებმა, ბეგობრებმა ოკუპანტს ,საქართველოში გრიალი , ხომ არ ვესროლეთ და დავხოცეთ? უბრალოდ ღომი და ელარჯი არ ვაჭამეთ ,ღვინო მათ მიერ სისხლად ქცეული არ ვასვით და უკან გავუშვით პუტინთან, რას “იპრანჭებით და კეკლუცობთ” ზოგიერთი ყოფილი თუ მოქმედი პრემიერი?! ლარი იმიტომ “ყირაობს” , “სტუმრებს” ვაშინებთო, აუჰ , მართლაა???? მე კი ვფიქრობ აი თქვენ , რომ ბიუჯეტს ძარცვავთ და ეკონომიკას ანადგურებთ იმიტომ “ყირაობს” ლარი, ანაკლიის პროექტი , რომ გაანადგურეს, ნეპოტიზმი რომ მძვინვარებს, დაპირებული ქარხნები და საწარმოები რომ არ გუგუნებს აი ამიტომ გაუფასურდა ლარი, ხოლო პრემიერი ღარიბაშვილისთვის კი -სამშობლო და ღირებულებები თქვენთვის პრემიერო დიდი ხანია იმ გაუფასურებულ ლარშია გაცვლილი სამწუხაროდ, ჰოდა უპირველესად პოზნერთან ( პოზნერთანაც ცხადია), მაგრამ უპირველესად შემომყვანებთან -ხელისუფლებასთან უნდა გვქონდეს პრეტენზია .აქვე ობიექტურობა მოითხოვს , რომ ვთქვა: ყველა იმ პოლიტიკოსთან უნდა გვქონდეს პრეტენზია, ვინც ოკუპანტს “აპრავებს” ყველასთან, პოზნერს როცა ვაპროტესტებთ, მასთან რომ “საქართველოს მოქალაქე” პოლიტიკანი ქალი ზის და საქართველოს წინააღმდეგ “ჩვენებას” აძლევს, ისიც უნდა გავაპროტესტოთ! აი როდის არის ბრძოლა ნაღდი- ორმაგი სტანდარტის გარეშე და ხალხიც გენდობა, რადგან ხალხი დაღლილია ამ ტიპის “30 წლიანი “თაღლითებით და ხალხი მართალია და ბრძენი!
ეს ოკუპანტის- ” მეოცნებე”- “პოზორნი “ხელისუფლება, მხოლოდ სახელმწიფოებრივი აზროვნებით და ღირებულებების დაცვით და უკომპრომისო თანმიმდევრული ბრძოლით შეიძლება “გაისტუმრო”, ორმაგ სტანდარტს ხალხი არავის აპატიებს- ბროლას ვერ მოვიგებთ!
ქართული სახელწიფო იძირება, ის გადასარჩენია!”-წერს პარტია „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ  ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share