“საქართველოს და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა”

„არ დაგვავიწყდეს, რომ კონგრესში კვლავ ინიცირებულია პაკეტი, რომელიც გულისხმობს, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ სანქცირებას, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც საქართველოს დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას”,- ამის შესახებ „ნაციონაური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება ჩემთვის საგანგაშოა. იქ იყო ფრაზა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა. იმისთვის, რომ საქართველოს დეკლარირებული საგარეო კურსი არ გაცდეს და არ შემობრუნდეს ისევ რუსეთის ორბიტაზე, აუცილებელია, შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ვადამდელ არჩევნებზე მივაღწიოთ ჩარჩო შეთანხმებას და ის დოკუმენტი, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მოცემულობით და გზით, რითაც მივდივართ, ევროატლანტიკური სივრცე საქართველოსთვის კიდევ უფრო შევიწროვდება“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share