პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ნამახვან ჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს და დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“რაც ხდება დღეს ნამახვანის გარშემო განსაკუთრებით მკვეთრად აჩვენებს მთლიანად პოლიტიკურ კლასსა და ხალხს შორის უფსკრულის სიღრმეს.
ნაცვლად იმისა, რომ მივიდეს, იმუშაოს, გაიგოს ხალხის გულისტკივილი, მოისმინოს მათი არგუმენტები, თავისი უთხრას, ოპოზიცია “გაუბრაზდა” ხალხს, რომელმაც აქციაზე არ მიუშვა, სრული იგნორირებით უპასუხა და სეირს უყურებს…
დანიელსონი და არა ხალხი მიაჩნიათ ამ ქვეყნის ბედის განმსაზღვრელად, მაშინ როდესაც დანიელსონს მიაჩნია, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე კაპიკია ამ ოპოზიციის ფასი.
ხალხს აქვს უფლება და საფუძველი იყოს გაბრაზებული თქვენზე. თქვენ ამის არც ფუფუნება გაქვთ და არც უფლება.
ემოციურადაც ასეა და პრაგმატულადაც.
თუ არც ემოციის გჯერათ და არც პოლიტიკური პრაგმატიკის, ნიშნების იქნებ გჯერათ?
ნიშანი კი ასეთია – იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვარის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან რიონის ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ…”- წერს ხუხაშვილი.