“ლანჩხუთელებს თერმოსკრინინგს არც მეტი, არც ნაკლები მერიის თანამშრომლები უტარებენ”

“გურიის რეგიონში მოწყობილ სპეციალურ კოვიდბლოკპოსტებზე რომელიც დღეს მოაწყვეს, მოქალაქეებს თერმოსკრინინგს არც მეტი და არც ნაკლები მერიის თანამშრომლები და სოფლის რწმუნებულები უტარდებენ. მაგ. დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭყონაგორაში მოწყობილ ბლოკპოსტზე სიცხეს ხალხს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო განყოფილების თანამშრომლებმა და სოფლის რწმუნებულმა გაუზომა. ეს ეტყობა რაღაც ახალია, საქართველოს ხელისუფლების COVID-19 “წარმატებით” ბრძოლაში”- წერს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა.

ცნობისთვის: ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში მასობრივი ტესტირება დღეს დაიწყო_ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა საბავშვო ბაღები კი ორი კვირით დაიხურა. ლანჩხუთში კოვიდდადებითი პაციენტების გახშირებული შემთხვევების გამო, სასწავლო პროცესი, 2 კვირის ვადით, რამდენიმე სოფელში შეჩერდა. ნიგოითის, ჩოჩხათისა და ნიგვზიანის ტერიტორიულ ერთეულებში, ასევე სოფელ წყალწმინდაში საბავშვო ბაღები ორი კვირით იხურება, ხოლო საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share