“ჩვენ საქართველოს წარმატებაზე ვზრუნავთ. პირველ რიგში, გვწამს იმის, რომ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს საკუთარი ბედი. ასევე, 2003 წლის შემდეგ საქართველო რეგიონში იმის დემონსტრირების ლიდერი იყო, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს, თუ მათ სისტემური რეფორმების გატარება ნამდვილად სურთ. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ საქართველო საერთო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბევრი ქვეყანა შეერთებულ შტატებს სთხოვს დახმარებას და დაცვას, საქართველოს კი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გვსურს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დღეს საქართველოს ნატოს ავღანეთის მისიაში სიდიდით მეოთხე წარმომადგენლობა აქვს. საქართველომ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება შეძლო და სწორედ ამიტომ, ამის გამო შეერთებული შტატები საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს სამხრეთ კავკასიაში…”,- თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც TV პირველის ეთერში გავიდა.