– თქვენთვის აფხაზეთი საქართველოა?
– ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც იმოგზაურა მთელ საბჭოთა კავშირში და არასდროს გადაუკვეთავს საზღვარი, ეს მთელი ტერიტორია საბჭოთა კავშირია”- ამბობს “შაბათის ფორმულა”-სთან ინტერვიუში, პოზნერთან ერთად საქართველოში საქეიფოდ ჩამოსული ვიქტორ დრობიში.
ცნობისთვის, ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი შეუსრულდა. მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწვია. მათ შორის იყო პროდიუსერი ვიქტორ დრობიშიც. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.