რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. დილიდან ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი.
გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგეებს, ჰესის მშენებლობის ადგილზე ისევ არ უშვებენ. სამოქალაქო აქტივისტები ამ წუთებში გუმათის დასახლებაში არიან შეკრებილი და სურთ, რომ 12 საათზე ნამოხვანის მიმართულებით დაიძრნენ.