ავარია ბაღდათის მუნიციპალიტეტში – გარდაიცვალა 4, დაშავდა 2

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ექვსივე პირი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ცნობილია, რომ ავტომობილი მაღალი სიჩქარით მიდიოდა, რა დროსაც ბორდიულს შეეჯახა და ამობრუნდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული და დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც “მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარის დეტალებზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share