სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი ითხოვს, რომ ჩვენ უკვე საკუთარი ხელით გადავცეთ მათ ქართული მიწის ნაწილი. იგულისხმება ჩორჩანას საგუშაგო; ან გადავცეთ მე-10 საუკუნით დათარიღებული იქონის ხატი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ამის სანაცვლოდ კი ისინი გაათავისუფლებენ ზაზა გახელაძეს, რომელიც უკვე 9 თვეა უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული.
ოკუპანტები ვაჭრობენ ქართველი პატიმრით. ამ დროს ჩვენ ცოტა ხნის წინ დაკავებული რუსი სამხედროები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გავათავისუფლეთ. მაგრამ თვითონ ზაზა გახელაძე ამბობს, რომ ურჩევნია მისთვის უკანონოდ მისჯილი 12 წელი მოიხადოს ცხინვალის ციხეში, ვიდრე მისი თავისუფლება ქართულ მიწაში ან ისტორიულ ხატში გაცვალონ.
აქვე, ცნობილი ხდება გაუგონარი ფაქტი, რომ რუსებს ამოუთხრიათ იკორთის ტაძარში დაკრძალული წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები, შალვას და ელიზბარი და მათი ნეშტები რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში გადაუსვენებიათ.