იან კელი: NATO-ს სჭირდება საქართველო პრულარისტული პარლამენტით და დამოუკიდებელი სასამართლოთი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, Twitter-ზე გამოეხმაურა.

NATO-ს სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც აქვს პრულარისტული პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მთავრობა, რომელიც ამ ორის ანგარიშვალდებულია. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭროს, მათ ვინც ამის მიღწევაზე მუშაობს, – წერს იან კელი.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ “საქართველოს NATO-ში დაწინაურების დრო დადგა” და ალიანსისთან ხელისუფლების თანამშრომლობამ, პრინციპი “მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში” კიდევ უფრო გააძლიერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share