ექვს დღეში ოლიგაქი დამარცხდება – ნიკა მელია

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას წარდგენაზე, ნიკა მელიამ, რომელიც სიტყვით გამოვიდა, თქვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებშ ოლიგარქის დამარცხება, ხალხის ნებაა.

სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო. შეიფარა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და თავისუფლება როცა ის განიდევნა საქართველოს დედაქალაქიდან. ამის შემდეგ 2003 წელს თავისუფლების და დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა საქართველო და ახლა ექვს დღეში ოლიგაქი დამარცხდება სამეგრელოში. ეს არის ხალხის ნება, ხალხის ნება არის წინსვლა გამარჯვება და ჩვენი შვილებისთის უკეთესი საქართველოს შემონახვა” – თქვა გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ასევე ფიქრობს, რომ ადამიანების სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ, ვერავინ გაუნელა ქართველებს. 

“ქვეყანას რომელსაც ჰყავს ამდენი გულანთებული ქართველი, ეს ქვეყანა არის უკვე გამარჯვებული. არის და იქნება გამარჯვებული. მიუხედავად ძალიან მძიმე წლებისა. ჩემო ოჯახის წევრებო, ურთულესი ძალიან რთული რვა წელი გამოვიარეთ. ერთად მხარდამხარ არ ვშორდებოდით ერთმანეთს, ცდილობდნენ ჩვენს დაჩაგვრას, გვაპატიმრებდნენ, გვდევნოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მაგრამ ვერ გაანელეს სწრაფვა ჩვენი, უკეთესი მომავალი საქართველოსკენ. ვერ შეასუსტეს ბრძოლის ჟინი”, – თქვა ნიკა მელიამ თავის სიტყვაში.

მაჟორიტარობის კანდიდატის პრეზენტაციის დროს, ზუგდიდის ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სადაც ასობით ადამიანი იყო მისული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 54
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 51
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, იყო, არ, რომ
  • 41
    თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის სულისშემძვრელი მოგონებებითეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის ცხოვრება ია-ვარდით ნამდვილად არ იყო მოფენილი. მის ოჯახსაც შეეხო 1937 წლის რეპრესიები და წარუშლელი კვალიც დატოვა. თავისი ცხოვრებისი უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე ნათელა ურუშაძემ თავის მოგონებებში ისაუბრა: “დავიბადე 1923 წელს. როცა მამა დაიჭირეს, 14 წლის ვიყავი. ეს მოხდა 1937 წლის ზაფხულში. მამა, ამბერკი ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, ფარმაცევტი იყო. ის…
    Tags: და, იყო, რომ, არ, ეს, მაგრამ
  • 41
    ვინ არის 31 წლის ხატია ჭყონია, რომელმაც ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან.     გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
    Tags: და, ძალიან, რომ