ძლიერი ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ქალები, რომელთაც მსოფლიოში ბევრი ადამიანის შეხედულებები, ღირებულებები, დამოკიდებულებები და მთლიანად ცხოვრება შეცვალეს, ისტორიას მუდმივად ემახსოვრება. ბევრი ჩვენგანი შეიძლება მათი ფრაზებით საუბრობდეს, მათ მსგავსად ეცვას, მათი იდეებით ცხოვრობდეს და სულაც არ იცოდეს, ვინ შექმნა და დაამკვიდრა ისინი.

წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს:

1. ჟანა დ”არკი

დ”არკი, რომელიც მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა, ცხრამეტი წლის ასაკში “ჯადოქრად” და “მწვალებლად” ცნეს და კოცონზე დაწვეს. იგი ინგლისთან ბრძოლის დროს, საფრანგეთის ჯარების ერთ-ერთი სარდალი იყო და რამდენიმე ქალაქის აღებაც შეძლო.

2. კოკო შანელი

ფრანგმა დიზაინერმა, რომელიც 1883

წელს დაიბადა, ქალთა ჩაცმის სტილი სამუდამოდ შეცვალა. მე-20 საუკუნეში ქალებს დიდი, გაშლილი კაბები და ბუმბულებიანი ქუდები ეხურათ, კოკო შანელმა კი ჩაიცვა შარვალი, თმა მოკლედ შეიჭრა, პატარა ქუდი დაიხურა და მსოფლიოს მოდაში ამით უდიდესი ფემინისტური ნაბიჯი გადადგა. კოკო 1971 წელს დაუღუპა.
3. დედა ტერეზა

ალბანელმა მონაზონმა და ქველმოქმედმა, დედა ტერეზამ თავი მსოფლიოს სამუდამოდ დაამახსოვრა. თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციით დედა ტერეზამ დახმარება ათასობით დაავადებულს გაუწია, რისთვისაც 1979 წელს ნობელი პრემია მიენიჭა.

4. ინდირა განდი

ინდოეთის პირველი ქალი პრემიერ მინისტრი ქვეყანას 1966-77 და 1980-84 წლებში მართავდა. ინდირა განდი 1984 წელს მოკლეს.

5. მარგარეტ ტეტჩერი

დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი. ის ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას “რკინის ლედის” უწოდებდა. მან დანერგა პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი.

6. მარი კიური

ფრანგმა მეცნიერმა რადიოაქტიულობა აღმოაჩინა. ის პირველი ქალია, რომელიც ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. კიურიმ, ზემოთ აღნიშნული, ჯილდო ორჯერ მიიღო.

7. ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ

ამერიკელი მწერალი, რომელიც მონობის წინააღმდეგ იბრძოდა. მას ეკუთვნის ცნობილი ნაწარმოები “ბიძია თომას ქოხი,” რომლითაც მსოფლიომ მონობის ბნელი მხარეების შესახებ შეიტყო.

8. საფო

პირველი ქალი მწერალი, რომელიც საბერძნეთში მოღვაწეობდა. ის კუნძულ ლესბოსზე დაიბადა. საფოს პლატონიც აღიარებდა და “მეათე მუზას” უწოდებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: