ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს: “
ჰობრიდული ომის ახალი ფაზა- ვითომ ვ.ვ.პუტინი სალომე ზურაბიშვილს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას სთავაზობს. ხომ ცხადია ვისთვისაც არის ეს საკენკი.
აქ დამაფიქრებელი უფრო სხვა რამეა. მაშინ როდესაც პრეზიდენტის ადმიანისტრაცია ათას სისულელეზე აკეთებს კომენტარს, დაწყებული
იქედან რომ ტიკ-ტოკის გვერდი არ გააჩნია, დამთავრებული იმით, რა სიტყვა ვერ წარმოთქვა სწორად და რა გავიგეთ ჩვენ სხვანაირად – ამ
უმნიშვნელოვანესი ფეიკის წაყრუება პირდაპირ არის რუსეთის ინტერესების რეალიზება. ანუ იმ
კონკრეტული მიზნის, რომ
პუტინი კარგი კაცია. მით უფრო ბატონი ნარიშკინის ფაქტობრივად პირდაპირი დაპირისპირებით აშშ-ის წინააღმდეგ – ანუ ჩვენი ობივატელისთვის იმის თქმით, რომ თქვენ აშშ არ გაძლევთ კარგად ცხოვრების უფლებას და თქვენს სუვერენიტეტს ემუქრებაო. ბიდლოს – სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე – მართლა სჯერა, რომ ოკუპანტი წუხს ჩვენზე.
მივმართავ მედიას, დროზე ვაიძულოთ
Salome Zourabichvili
უარყოს ეს ფეიკი.
ქალბატონო პრეზიდენტო, სხვა შემთხვევაში თქვენ რეალურად გამოდიხართ რუსული ინტერესების რეალიზატორი და ჰიბრიდულ ომის ერთ კონკრეტულ ბრძოლაში რუსეთის მხარდამჭერი”.–წერს მირცხულავა.