მიშელ ლეგრანი და მაშა მერილი: სიყვარულის ისტორია, რომელიც 50 წლით გადაიდო

ისინი ერთმანეთს პირველად სრულიად ახალგაზრდები შეხვდნენ და შეიყვარეს ნახევარი საუკუნის შემდეგ.
მათ ბედნიერების გადადება თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწიათ.
როგორც წესი, ასეთი ისტორები უკვდავია. ამიტომ, ამ ისტორიით არაერთი თაობა დაინტერესდება.

გაცნობიდან და ერთმანეთის მოწონებიდან, ზუსტად 50 წლის შემდეგ, კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი და მაშა მერილი, შეუღლდნენ.
ერთად მხოლოდ 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს 5 წელი მთელ ცხოვრებას უდრიდა.
ზოგჯერ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვსურს. ერთ, პატარა გადაწყვეტილებას ხომ მთელი ცხოვრების გადატრიალება შეუძლია.

 

ისტორიის დასაწყისი

1964… რიო დე ჟანეირო. კოპაკაბანას სანაპიროზე, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილ კომპოზიტორს მომხიბვლელი მსახიობი წყლიდან ამოჰყავს.
გმირების სახელებია მაშა და მიშა. ორივე ემიგრანტის შვილიშვილია. ერთს სომხური ფესვები აქვს, მეორეს რუსულ-უკრაინული.
პალმის ხეების, ბოსა-ნოვას და ზღვის ხმაურის ფონზე, ზღაპრული ბედნიერებით სავსე რომანი იწყება.
მაგრამ, ბრაზილიის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელსაც ორივე ესწრებოდა, მთავრდება და დღესასწაული დრამატულ სახეს იღებს.

შეყვარებულები ერთმანეთს პირდებიან, რომ აღარასდროს შეხვდებიან ერთმანეთს და აღარც მოძებნიან, ეს მათ რადაც არ უნდა დაუჯდეთ.
მაშა მერილი საქმროსთან ბრუნდება (ქორწილი ერთ კვირაში აქვს), მიშელ ლეგრანი კი- ცოლთან და შვილებთან.
ისინი დაშორდნენ, თანხმდებიან, რომ არ მოუკლავენ გულს საყვარელ ადამიანებს, ერთმანეთის სიყვარულით.
გატეხილი გულებით, ასრულებენ თავის ვალდებულებებს.

ეს გადაწყვეტილება ორივემ მიიღო, მაგრამ..
გრძნობების ქარ-ცეხლში ზოგჯერ რთულია იმის დადგენა, ეს მხოლოდ საკურორტო რომანია, თუ სიყვარული, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.
ან სამი დღეში, ან გარდაცვალებამდე…
„მაშას გულისთვის, მე ასი წელი ვიცოცხლებ“ – მიშელ ლეგრანი.
50 წელი გავიდა. ლეგრანი აღწევს ყველა სიმაღლეს, რომლისთვისაც სურდა, მიეღწია. (მხოლოდ სამი ოსკარი რად ღირს!).
ის უკვე სამჯერ არის განქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავს. მაშა მერილი თამაშობს თეატრში და კინოში, წერს წიგნებს.
სამი ოფიციალური ურთიერთობა და უამრავი იმედგაცრუება, ურთიერთობებში.
დაფნის გვირგვინიანი, 82 წლის ლეგრანი ჩამოდის თეატრში, სადაც 73 წლის მაშა თამაშობს.
იგი იწყებს მის ყველა სპექტაკლზე სიარულს, ხვდება, რომ ეს განსაკუთრებული ქალი მთელი ცხოვრება უყვარდა.
ლეგრანი სხვებთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ყოველთვის უყვარდა იგი! მადამ მერილი ორმხრივი გრძნობების ზეწოლის ქვეშ ექცევა.

შემდგომ – არის ქორწილი, რომლის გულისთვის კათოლიკე ლეგრანმა მართლმადიდებლობა მიიღო.
შემდეგ, ახალდაქორწინებულები წერენ ოპერას, ერთი – მუსიკას, მეორე – სიტყვებს.
მიშელ ლეგრანმა და მაშა მერილმა ერთად ხუთი ბედნიერი წელი გაატარეს. ისინი ერთად 2019 წლამდე ცხოვრობდნენ, ლეგრანის გარდაცვალებამდე.

„ადამიანები ათასგვარ სისულელეს ამბობენ ასაკის შესახებ – რომ მას მოაქვს სიბრძნე, გარკვეული შედეგები, მაგრამ ასაკი ყველაფერს მკაცრად ეწინააღმდეგება და თავისუფლებას გძენს.” – მაშა მერილი.

დიახ, მათი სიყვარული იყო ერთი დიდი, დაუვიწყარი ისტორია, რომელმაც უმაღლეს მწვერვალს 50 წლის შემდეგ მიაღწია. ასეთი ისტორიები კარგ მაგალითს გვაძლევს, რადგან გვაფიქრებს და იმის გაანალიზებაში გვეხმარება, რა გვსურს ცხოვრებაში.
მარადიულ სიყვარულს გისურვებთ!

marao.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share