ტიკარაძე: “ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით”

“ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვიასუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეზღუდვების გარეშე შევძლებთ დავძლიოთ ის მომატებული რაოდენობა და გავაკონტროლოთ რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share