გურიის რეგიონში სასწრაფოს დაინფიცირებული ექიმების რიცხვი იზრდება. ამჯერად, ლაჩხუთის სასწრაფო დახმარების ბრიგადის 4 თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული. ყველა მათი კონტაქტი მოკვლეულია და დანარჩენ თანამშრომლებს, 72 საათში ერთხელ გაუკეთდებათ ტესტირება.“- გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსის 35 შემთხვევაა დადასტურებული.