არსებობს მრავალი ნაკლებად ცნობილი მასალა, საკვები, მეტალი და ძვირფასი ქვა, რომლის შესახებაც შესაძლოა, არასდროს გსმენიათ. თუმცა, ფაქტია, რომ მათი ფასი ხშირად კოლოსალურია.
მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მატერიების და მეტალების შესახებ BPN-ს არაერთხელ დაუწერია. ამჯერად გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა ნივთიერებებისა თუ პროდუქტების შესახებ, რომელთა ფასი მართალია, არ არის კოლოსალური, თუმცა განსაკუთრებული ღირებულებების გამო ინტერესს იწვევს.
ირანული ბელუგის ხიზილალა: გრამი 2,66 დოლარი
პროდუქცია ბაზარზე ისედაც ძვირად ფასობს. მათ შორის კი ყველაზე ძვირი ირანული ბელუგის ხიზილალაა, რომელიც გრამი 2,66 დოლარი ღირს. ბელუგას თევზისგან ხიზილალის მიღებას როგორც წესი 10 წელი სჭირდება. თავად სახეობა კი ძალიან შემცირდა.
ზაფრანა: გრამი 6,99 დოლარი
მსოფლიოში კიდევ ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სუნელი არომატული ზაფრანაა. მძაფრი სუნის მქონე ყვავილოვან მცენარეს ბრინჯის შეღებვისთვის, საკვების არომატისთვის, სამკურნალო თვისებებისთვის და უამრავი დანიშნულებით იყენებენ. მისი დელიკატური გემო ზაფრანას პლანეტის ერთ – ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ხდის. პრემიუმ ხარისხის, ოქროსფერი ზაფრანა გრამი 6,99 აშშ დოლარამდე ღირს.
იტალიური თეთრი ტრიუფელი: გრამი 7,14 დოლარი
ნებისმიერი ჯიშის ტრიუფელს განსაკუთრებული ფასი აქვს, თუმცა მათ შორის გამორჩეულია ულტრა იშვიათი იტალიური თეთრი ტრიუფელი.
Truffle.farm- ის თანახმად, გრამი 7,14 დოლარი ღირს.
და ჰონ პაო ჩაი: გრამი 1 400 დოლარი
წარმოუდგენელია, რომ ერთი ჭიქა ჩაი ათას დოლარზე მეტი ღირდეს, მაგრამ რეალობაა, რომ ჩინეთის პროვინციაში მოყვანილი ერთი გრამი ჩაი ოქროზე 25-ჯერ მეტად ფასობს.
აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ჩაის ფასი იმატებს კიდეც. 2002 წელს კოლექციონერმა 20 გრამი“ჰონ პაო“ შეიძინა და რამდენიმე წელიწადში 28000 დოლარად გაყიდა.
მარჯნის გველის შხამი: გრამი 4000 დოლარი
მარჯნის გველის შხამი, რომელიც ცნობილია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირი “ფუფუნებაა“ მსოფლიოში. გრამი 4000 დოლარი ღირს.
მარჯნის გველებს, შავი მამბის შემდეგ, ყველაზე ძლიერი შხამი აქვთ, რომელიც გამოიყენება მედიცინაში.
წითელი ბერილი: გრამი 50,000 დოლარი
წითელი ბერილი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ძვირფასი ქვაა. წარმოდგენა რომ შეგექმნათ მის შესახებ, მხოლოდ იმის გაგებაც საკმარისია, რომ ქვა მხოლოდ მცირე რაოდენობით გვხვდება მსოფლიოს ორ ადგილას – იუტასა და ახალ მექსიკაში.
წითელი ბერილის ბროლის ხარისხი ერთად აღებული 150,000 ბრილიანტის ხარისხს უტოლდება. GemSelect– ის თანახმად, ერთი კარატიანი წითელი ბერილი შეიძლება ღირდეს 10,000 დოლარამდე. ხოლო ძვირფასი ქვა თითო გრამი 50 000 დოლარი ღირს.
წითელი ბრილიანტები: გრამი 5 მილიონი დოლარი
შავი, ვარდისფერი, თეთრი და სხვადასხვა ფერის ბრილიანტების შესახებ ხშირად გვსმენია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ შორის ყველაზე იშვიათი და ეგზოტიკური არის წითელი ბრილიანტი.
ამ უიშვიათესი ალმასის ერთი გრამი, რომელიც ერთ კარატიანია, 5 მილიონი დოლარი ღირს. მსოფლიოში ცნობილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ნახევარ კარატიან წითელ ბრილიანტს ფლობენ.
ოდესმე ნაპოვნი ყველაზე დიდი წითელი ალმასი შეადგენდა 5 გრამს და 8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
(წყარო – lovemoney.com)
https://www.bpn.ge