დღეს დილით, ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი, რომლებიც მეხუთე და მეოთხე კლასელები არიან, ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ორივეს მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, მათ ამ წუთებში შესაბამის ბავშვთა კლინიკებში გადასაყვანად ამაზადებენ – ამის შესახებ “გურიის მოამბეს” კლინიკის დირექტორმა, დავით მდინარაძემ განუცხადა.
თუ რა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ მცირეწლოვნებს, მას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიშვალა ორი შვილის დედა, ხოლო მისი მწირეწლოვანი შვილები კი, კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.