ბოლო მონაცემებით საქართველოში 11 603 ადამიანი აიცრა

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 11 603 ადამიანი.  ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“გავაინტენსიუროთ უფრო მეტად აცრა. დღეის მდგომარეობით, აცრილია 11 603 ადამიანი. დღეში საშუალოდ გვაქვს 1 000 აცრა, გარკვეული ჩავარდნა იყო ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ, ახლა ყოველდღიურად 1 000-ზე ოდნავ მეტია, მაგრამ ეს ცოტაა. ამ ეტაპზე გვჭირდება მინიმუმ 3 000 აცრა დღეში”, –  განაცხადა გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share