ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ბათუმში ე.წ. ცოცხების აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროტესტი ოცნების წახალისებული არ არის. მისი თქმით, ცოცხლი ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო გახდა:
„ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, ციხეში რომ ადამიანებს კლავდნენ. ზოგადად, ნიუტონის მესამე კანონია თუ არ ვცდები, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას, მარტო ფიზიკაში და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. თუ მოიქცევიან ადეკვატურად და ცივილიზებულად, პასუხიც ეგეთივე იქნება. წახალისებული ჩვენგან არ არის. ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს მათ და შეახსენებს რას წარმოადგენენ…”- აცხადებს სუბარი.