“ამ ამბავს ბევრი ყვება დღესაც გურიაში”

May be an image of ბუნება და ხე
ლელობურთის სათამაშოდ ჩიბათში ჩასულმა, სუფსისწყლის ჭალაში, დიდი კოპიტის ქვეშ, ჭანჭათელ ნათესავ ქალებთან ერთად დევინახე პირველად ბეიაშენიო ხშირად ყვებოდა ლადიმე ბაბუა. ლურჯი ჩითის, ქამრიანი კაბა ეცვა, ალისფერი ცახოცი ეფარა და თეთრი გულისპირი ამშვნებდაო. ას ქალში რომ გამოარჩევდა კაცი იმფერი სანახავი იყო და კიდოვაც გამუარჩიეო. სხვა ქალებივით არ ტკარცალობდა, იშვიათად გეიღიმებდა მარა იმფერათ რომე იმის დამნახველ კაცს გული, საგულეს არ გუუჩერდებოდაო.
ასკანელი, თალაკვაძის ქალი იყო ესმა ბებია.
ლადიმე ბაბუას ორი გუუთხუარი ტყუპი დაი ყავდა შინ. ქვას კვნეტდენ და იგენის გუუთირავი ჩიტი ვერ გადიფრენდა სოფლის თავზე თურმე. ლადიმე ბაბუას დებისთვის დაუვალებია, ერთ ასკანელ ქალს ვყვარობ, ვარგებული ქალი ჩანა, ამშვენებს ქვეყანას და არ მგონია კაი რძლობა ვერ გასწიოს, გეიცანით, დეიახლოვეთ და მითხარით დასტურიო.
რაფერ მოახერხეს არვიცი ან ერთად რა უნდოდათ ტალახიან ორღობეში ვერ ვხვდები, მაგრამ ამ ამბავს ბევრი ყვება დღესაც გურიაში.
საგანგებოდ ყოფილან მორთული და გამოწყობლი, დიდ ლაფიან ორმოს რომ ჩაუარეს ვითამ შემთხოვით, მარა ისე განგება, კაი მოზდილი ქვაი დღვლიპა ფაციამ ჭონჭყოში. შიესხა ესმას ალიზა ტალახი და თლა დიესვარა კაბა თურმე. შესაშური სიმშვიდით ჩამოურეცხავს ესმას ტალახი ღელეზე და ისე ერთი სასაყვედურო სიტყვაც არ დასცდენია, სიცილით გაუგრძელებია გზა მომავალ მულებთან ერთად.
იმ საღამოს, ვახშამზე დებს ლადიმესთვის უთქვამთ ” დასტურ კაი ქალი შეგირჩევია ძამა, ყველაფრობამდე შევამოწმეთ მეიყვანე შინ, წელში გამართული იარს შენი ძეი და მომავალი მისდღემჩი, აგაშენებს და ვერიკაცი თვალში ვერ ჩაგხედავსო..”
საუკეთესო ბეჭდები ამოურჩევიათ თავიანთი ბოხჩებიდან და გაუტანებიათ ლადიმესთვის ასკანაში სანიშნოდ.
ესმა მამით ობოლი ყოფილა და მოკრძალებული მაყრით მისულს, ხელი მოხუცი დედისთვის და უფროსი ძმისთვის, გოგილოსთვის უთხოვია ბაბუას.
ცხენით წამოუყვანია ნანატრი ქალი ასკანიდან ბახვში. არ უკადრებია ესმა ბებიას, საქმროს ცხენზე მასთან ერთად შემოჯდომა და თავისი ცხენით გაყოლია უკან. კარგად მოხუცებულიც მოხერხებულად იჯდა ესმა ბებია ცხენზე.
ჩირაღდნებით დაგვხვდენ მეზობლის და ნათესავების ბიჭები სამჭედურთან და ბრიალ ბრიალით მოგვაცილენ შინო ამაყად ყვებოდა ყოველთვის.
პურმარილი იმფერი დამახრედეს “გალეტიც” არ აკლდა სუფრასო.
ქვაის მკვნეტელი მულები ესმას მზეს ფიცულობდენ ბოლო დღემდე და ვაი იმის ბრალი ვინც გადაბრუნებულ სიტყვას გაბედავდაო.
ისე ყველაფერი კაი აგიხდეთ როვარც ესმა ბებიამ შესაშური ქალობა გასწია.
დღევანდელ დღეს დაიბადა..
Gardenia shevardnadze
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share