„ჩვენ გვყავს არაფორმალური მეფე, რომელსაც აქვ 5 თუ 10 მილირადი და ის შეჰპირდა საზოგადოებას, რომ მისი ქონების 90%-ს გადასცემს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას. ამაზე კარგ დროს ვერ იპოვის, გადაუხადოს ვალები,“ – ამის შესახებ პარტია „პროგრესი და სამაფრთლოიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კოალიცია „ენმ-გაერთიაენბული ოპოზიციის“ წევრმა, კახა ოქრიაშვილმა დღეს, 5 აპრილს განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო ვალი, 2012 წელს, 4 მილიარ დოლარამდე იყო, დღეს კი 7 მილიარდ 80 მილიონია.
„ჩვენ მივუახლოვდით და გავუსწარით იმ პროცენტულ ზღვარს, რაც ეკონომიკისთვის ძალიან დიდი წნეხია. ამიტომ მოვუწოდებ ივანიშილს, აიღოს და გადაიხადოს, რად უნდა ამდენი ფული?! 3 მილიონი ადამიანი შიმშილობს საქართველოში – ეს მისი მართველობის შედეგია,“ -ა ცხადებს ოქრიაშვილი