“ოპოზიციის აგრესიული ხელმძღვანელები დაფიქრდებიან რა დაკვეთა აქვს ხალხს”?!

პარლამენტის დეპუტატი, ლანჩხუთ-ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი “ქართული ოცნებიდან” ნინო წილოსანი დღეს IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, სადაც გამოკითხულთა 60% პარლამენტის ბოიკოტის წინააღმდეგია, 23% კი პარტია “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს:

“დღეს გამოქვეყნებული კვლევა , და არამხოლოდ , ნათლად აჩვენებს საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას ოპოზიციის ბოიკოტის მიმართ..
გამოკითხულთა 60%-ს არ მოსწონს ბოიკოტი
ასევე ნიშანდობლივია ქართული ოცნების მნიშვნელოვნად მაღალი რეიტინგი ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით
და აქვე კითხვა: ოპოზიციის ყველაზე აგრესიული ხელმძღვანელები ოდესმე დაფიქრდებიან რა დაკვეთა აქვს ხალხს?! “-დაწერა დეპუტატმა თავის ფეისბუკ გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share