მე რაც თავი მახსოვს, ყორნის ჩხავილივით დამსდევს ჩვენებური კითხვა მბრძანებლური ნიშნისმოგებით – ,,რა დროს ეგ არის?!” – სულ რაღაც ხდება, რაც პოლიტიკურია და მთავარია – პარალელური საქმეების გამომზურება კი, მიმთითებლების არმია რომც არ იყოს, უკვე შენც გერცხვინება.
არადა წიგნის და განათლების დრო თუ დადგა, ის მჩხავანა კითხვა, მერე სრულიად უადგილო იქნება. ამიტომაც მივყვებით ასე ჯიუტად ჩვენს გზას. 2019 წელს 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დავაწესეთ – ათიათასობით ადამიანი და ასობით ორგანიზაცია გამოგვეხმაურა. შარშან ამ დღემ, შედარებით მშვიდად ჩაიარა – კოვიდი გვესტუმრა. კოვიდი წელსაც სტუმრადაა, თუმცა შესაბამისი ფორმებით, გადავწყვიტეთ ეს ტრადიცია უფრო მძალვრად აღავდგინოთ და აპრილი იქცეს წიგნის ერთმანეთისთვის ჩუქების თვედ, რომლის გვირგვინი სწორედ 23 აპრილი იქნება. მე დარწმუნებული ვარ როგორც ორი წლის წინ, ყველა თქვენგანი მოიფიქრებთ რამე განსაკუთრებულს და ამით ავტორს, მთარგმნელს, გამომცემელს და ზოგადად წიგნს, კონკრეტულად კი ქვეყანას წავადგებით.
წლევანდელი კამპანია სიმბოლურად გურამ დოჩანაშვილს მიეძღვნება, ჩვენ კი, ასევე სიმბოლურადვე, პირველად სოფელ დიცს ვესტუმრეთ ოკუპაციის გამყოფ ხაზთან და ორ წიგნისმოყვარულ დიცელს, ბებიას და შვილიშვილის – ელენეს და ელენეს ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ.
მაშ, ასე – #აჩუქეწიგნი