თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოააშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.
,,არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია და რა ჩანაწერზე საუბრობთ, მაგრამ თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოაშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს, ფაქტიურად ფარდა ახადა იმ დიდ უბედურებას და წამებას, რომელიც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს წლები იყო, თუმცა საბედნიეროდ 2012 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე და მწამებელი ხელისუფლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერი არ ფიქრობს, რომ ეს ჩანაწერები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო გავრცელებული.
,,საქართველოში საუბედუროდ იყო წლები, როდესაც აწამებდნენ ადამიანებს. ეს იყო ძალიან მძიმე და ნამდვილად მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება. არსებობს ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი ვიდეომასალა, რაც ვნახეთ, როდესაც გადამალულ კასრებში ინახავდნენ ამ საშინელებათა ფილმებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც დგინდება, რომ ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. ტელეკომპანიამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერიც, რომელშიც მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის საუბარია ასახული.
აუდიოფაილების მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილი აღიარებს, რომ კადრების გავრცელებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.
მსგავსი სტატიები
- 51
ვის აქვს უფლება მიიღოს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია? ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ: დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და…
- 50
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 49
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 46
„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „ქართული ოცნება“ მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან ერთად დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში. „მივესალმები ამ მოწოდებას. გუშინაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადებები, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეგობარი…