ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბოლო დღეების მაჩვენებელი შეიცვალა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ნულიდან ხუთამდე გაიზარდა. ამის შესახევ გურიის გუბერნატორმა, გიორგი სახოკიამ განაცხადა:
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩოხატაურში, სადაც ბოლო დღეები ნულოვანი შედეგი გვქონდა ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა ამ ეტაპზე დამდვილად ვერ ვიტყვით არის თუ არა საჭირო ზომების გამკაცრება, ამას დაგვანახებს ის 2 კვირიანი პერიოდი რაც დაკვირვებისთვის გვქონდა აღებული და ბაღებსა და სკოლებში სწავლის პროცესი მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში.
გამკაცრდება თუ არა გურიაში ზომები, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა მაჩვენებელი. ამიტომ, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.