“არ აქვს ფასი, არც მარხვას, თუ ადამიანებს ცოცხლად ჭამ, არც ტაძრის აგებას, თუ ადამინს ანგრევ…”

არ აქვს ფასი შენს ვითომ სიმართლეს, თუ ადამიანს გული მოუკალი.
არც მარხვას, თუ ადამიანს ცოცხლად ჭამ.
არც ტაძრის აგებას, თუ ადამიანს ანგრევ…
არც ცხოველებზე ზრუნვას, თუ ადამიანისთვის ლუკმა გენანება…
არც სიყვარულზე საუბარს, თუ მხოლოდ სიძულვილი გახრჩობს…
არ აქვს აზრი სიკეთის კეთებას , თუ მადლობის გადახდას ელოდები…
არ აქვს აზრი სხვის წამოყენებას, თუ იმიტომ აკეთებ, რომ ზემოდან დახედო…
ასეთი ,,უაზრო” საქმეებით დაკავებული კაცობრიობა ბოლოს უფსკრულთან მივა!..

მამა პეტრე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share