ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვაკიჯვრის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ფამფალეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმული პრიორიტეტების შესაბამისად, მერია სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას გეგმავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, თემურ გიორგაძესთან, ვაკიჯვრის თემში მერის წარმომადგენელთან, გიორგი მდინარაძესთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან – ვახტანგ ნიჟარაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.
იგეგმება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
სოფელში უკვე მოეწყო სტადიონი. მერის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიების შემდეგ მოხდება სხვა პროექტების განხორციელებაც.