ოზურგეთში, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში, „სპორტის საერთაშორისო დღე“ აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით, სპორტსმენებს მადლობის სიგელი გადასცეს და ახალგაზრდებმა საკალათბურთო მატჩი ჩაატარეს.
„საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის“ – ასეთია ამ დღის დევიზი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, გაეროს 67-ე გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, და სპორტის გულშემატკივრებს, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს.