ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის კოვიდ პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე მოგზაურობისთვის კოვიდ პასპორტების მოთხოვნას მხარს არ იჭერს,- ამის შესახებ WHO-ს წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი ახდენს თუ არა ვაქცინები ვირუსის გავრცელების პრევენციას.

ჯანმო  ჩინური ვაქცინების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის, დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share