Facebook-მა ქართულ მარშათან დაკავშირებული ანგარიშები და ჯგუფები წაშალა

Facebook-ის განცხადებით, ქართულ მარშთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 11 ინსტაგრამ ანგარიში წაიშალა. მათივე ცნობით, ეს გვერდები ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ წაშალეს. როგორც Facebook-ის განცხადებაში წერია, მათმა გამომძიებლებმა იპოვეს კავშირები კონკრეტულ ინდივიდებს, ქართულ მარშსა და მის ახალგაზრდულ ფრთას შორის. “ადამიანები იყენებდნენ ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს, რათა დაეპოსტათ დაეკომენტარებინათ და ემართათ გვერდები და ჯგუფები. მათი ქსელის მიმართ მრავალი გაფრთხილება იყო გაკეთებული, რაც სიძულვილის ენას შეეხებოდა. პირველ რიგში ისინი ფოკუსირებულები იყვნენ ქართულ მარშზე კონტენტის გაძლიერებაზე. მათი ქსელი პოსტავდა ახალ ამბებს ქართულ ენაზე, მათ შორის ამბები შეეხებოდა არჩევნებს, კოვიდპანდემიას და აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკას. ეს ქსელი მას შემდეგ ვიპოვეთ, რაც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის მკვლევარებმა ანგარიში გამოაქვეყნეს”, – წერია განცხადებაში. კომპანიის განცხადებითვე, წაშლილი გვერდებიდან რამდენიმე ქართული მარშის ოფიციალური გვერდი და მათივე პარტიის ლიდერის, ირაკლი შიხიაშვილის არააქტიური გვერდი იყო. კიდევ ერთი წაშლილი გვერდია მარში ტვ (March TV), რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა და ქართულ მარშთან აფილირებული მაუწყებლობა დააანონსა. DFRLab-ის გამოძიების თანახმად, ამ გვერდზე აზიარებდნენ მასალებს ქართული მარშის ოფიციალური გვერდიდან და ასევე, მართავდნენ ორ საჯარ ჯგუფს – საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები (Madhouse, Bats, Eccentrics) and ყიდვა გაყიდვა საქართველოში (Buy and Sell in Georgia).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share