“უცნობი” რამდენიმე დღის წინანდელ ამბებს გამოეხმაურა, როდესაც თბილისში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი გააპროტესტეს.
“ვისაც მოეწონათ ის “კულტურული” ქცევა, იმ მანქურთებისა, რაც ამ ორიოდე დღის წინ ვიხილეთ, ვინც ჩაიდინა ეს საქციელი, ისიც მანქურთია და ისიც, ვინც თანაუგრძნობს. ეს როგორ შეიძლება კულტურულ ადამიანს მოგეწონოს? ვგულისხმობ ფორმას, თუ როგორ შეხვდნენ პოზნერს. იმდენად გავმწარდი, რომ ვნახე კვერცხების სროლა, კინაღამ გადავირიე ისეთ დღეში ჩავვარდი.
ავად არის ერი ამ მანქურთული სენით. ეს არის დასასრულის დასაწყისი. ამ პატარა სტუდიიდან ამ პატარა ნავიდან ვეცდები საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით ჩამოყალიბდეს ძლიერი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის ბაზაზე პოლიტიკური ძალაც შეიძლება გაჩნდეს-ამბობს გია გაჩეჩილაძე პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში”.