მეუფე იაკობი: რუსთაველზე გავიარე, ცუდი სუნი იყო, ეტყობა იქვე ისაქმებენ

მე კიდევ ისიც არ მომწონს, პირდაპირ გეტყვით, გუშინ წინ უწმინდესთან მივდიოდი, გავიარე რუსთაველზე, თბილისი თბილისს აღარ ჰგავს, იმდენი კარავი რა არის? რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი, რას ვაკეთებთ? ხალხიც არაა და სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა, იმიტომ, რომ ეტყობა იქვე ისაქმებენ, რომ მიდიან და იქ არიან. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება.

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share