ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები 22 წლის გოგონა, დღეს ბათუმის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ის ფოთის ტესტილის თანამშრომელი იყო და ვირუსის დადასტურების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
”გურიის მოამბისთვის” კი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი რომ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.