ლანჩხუთში, სოფელ ეწრის ერთ-ერთ მაღაზიასთან, პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა “სოციალური მაცივარი” დადგეს “, საიდანაც მოსახლეობას პროდუქტის აღება უსასყიდლოდ შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას, ფეისბუკ მომხმარებელი ნათია შენგელია, ჯგუფში “ This is ლანხუთი” აქვეყნებს:
“მეგობრებო ეწრის მაღაზიასთან დაიდგა ,,სოციალური მაცივარი”.რომელსაც ორგანიზება გაუწია ეწრის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. მაცივარი ყოველ დილით ივსება და საღამოობით უკვე ცარიელია.ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ კეთილ საქმეში და შემატოთ მაცივარს რაც გნებავთ.ხოლო ვისაც გჭირდებათ შეგიძლიათ აიღოთ.ღმერთმა უმრავლოს ჩვენს სამშობლოს კეთილი ხალხი” წერს შენგელია.