ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
მათივე ცნობით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად არ მიმართა, სწორედ ამან განაპირობა მისი მდგომარეობის დამძიმება.
გარდაცვლილი ქალი ოზურგეთში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 დღის წინ შეიყვანეს.