ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მდინარე ენგურში დატრიალებულ ტრაგედიას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება: “რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს და ენგურში მოუწიათ შესვლა, ვერ გადმოცურეს და დაიღუპნენ. თუმცა მე მაინც რუსი ტურისტების იმედი მაქვს, რომ არ მოშივდეთ “პრაგმატულ პატრიოტებს” და არც სამუშაო ფორმა დაკარგონ. რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს, რაღაცნაირად, ლამაზად, პოეზიის საღერღელის აშლით და დიმპიტაური-დამპიტაურით” – წერს ფანჯიკიძე.