დღეს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია

დღეს საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც დააყენოს.

ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება, რადგან სასამართლო ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გამო, წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გააძევა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მელიას დაშვებასაც მოითხოვენ, ასევე, წარადგენენ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

“მოსამართლე ალბათ გადასინჯავს ასევე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – დაპატიმრების განგრძობადობის საკითხს. მიჭირს პროგნოზის გაკეთება, რადგან ნათელია, აღნიშნული საქმე დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან, უბრალოდ მოხდება სასამართლოს მიერ იმ გადაწყვეტილების გამჟღავნება, რასაც ხელისუფლება მიიღებს”, – თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share