“ვგულშემატკივრობთ ნიკას, მაგრამ არა მგონია ქოცებს ეყოთ ჭკუა და გაანთავისუფლონ ოპოზიციის ლიდერი. მითუმეტეს, რომ მხოლოდ პოლიტპატიმრების განთავისუფლება პრობლემას არ აგვარებს. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ინსტიტუციური გარანტიები, რომ პოლიტიკური ტერორი დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ და ამჟამინდელ პოლიტპატიმრებს აღარ ჩაანაცვლებენ ახალი მძევლები, ახალი რეპრესირებულები.
ამისთვის იბრძვის მუხლჩაუხრელად ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი არჩევანი”.-წერს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნებიერიძე ფეისბუქგვერდზე.